ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგა: ხვიჩა ბრესტის წინააღმდეგ - რეალი სიტის დაუპირისპირდება

ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ინის წილისყრა გაიმართა, სადაც 1/8-ფინალისთვის მებრძოლი რვა გუნდის ვინაობა გახდება ცნობილი.

ჩვენთვის პირველ რიგში საინტერესო იყო ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს მეტოქე, რომელიც უკვე ცნობილი იყო, რომ ფრანგული ლიგა 1-ის წარმომადგენელი იქნებოდა (ბრესტი ან მონაკო). ამრიგად, ლუის ენრიკეს გუნდი მერვედფინალში მოსახვედრად „ბრესტს“ დაუპირისპირდება.

პარიზელები წყვილში აშკარა ფავორიტები არიან და საპასუხო მატჩსაც საკუთარ კედლებში გამართავენ.

„ბრესტის“ ბარიერის გავლის შემთხვევაში გაირკვევა, თუ რომელ მეტოქეზე გავა პსჟ მერვედფინალში -  „ლივერპულზე“, თუ „ბარსელონაზე“. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ სუპერ დაპირისპირებას მივიღებთ.

პლეი-ინის წყვილები ასე გამოიყურება:

ბრიუგე - ატალანტა

სპორტინგი - დორტმუნდი

მანჩესტერ სიტი - რეალი

სელტიკი - ბაიერნი

იუვენტუსი - პსვ

ფეიენოორდი - მილანი

ბრესტი - პსჟ

მონაკო - ბენფიკა

პლეი-ინის მატჩები 11-12 თებერვალს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 18-19 თებერვალს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპა ლიგა: მიქაუტაძის საგოლე პასი და არდანიშნული პენალტი - ლიონი 1/8-ფინალშია
ევროპა ლიგა: მიქაუტაძის საგოლე პასი და არდანიშნული პენალტი - ლიონი 1/8-ფინალშია