„თუ არ დააფინიშებ...“ - რას ამბობს მოკაევი დვალიშვილზე
UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, მუჰამედ მოკაევმა მერაბ დვალიშვილზე ილაპარაკა. მან ქართველი „მანქანას“ სიძლიერეს გაუსვა ხაზი.
„თუ მერაბს არ დააფინიშებ, დივიზიონში არავინაა ისეთი, ვინც დვალიშვილს დაამარცხებს. მე მერაბს ვუყურებ, როგორც მეტოქეს და მესმის, რომ კისერს არ დავუჭერ და არ „დავახრჩობ“, ის ყველას მოერევა - ის ფიზიკურად ჩემზე ძლიერი იქნება“, - თქვა მოკაევმა, რომელიც ამჟამად Brave CF-ში გამოდის.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა „მანქანამ“ უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა.
საგულისხმოა, რომ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვს კარიერაში პირველი მარცხი აგემა. მერაბ დვალიშვილს ნათქვამი აქვს, რომ 2025 წელს სამი ბრძოლის გამართვას გეგმავს. ერთი ბრძოლა „მანქამამ“ უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ ჩაატარა, მომდევნო მეტოქე კი სავარაუდოდ, შონ ომალი, ან პიოტრ იანი იქნება.