ლიონი, პაულო ფონსეკა
Aa
Aa

ოფიციალურად - ფონსეკა ლიონის მთავარი მწვრთნელია

„მილანის“ ყოფილმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ „ლიონი“ ოფიციალურად ჩააბარა. ინფორმაციას თავად გიორგი მიქაუტაძის კლუბი ავრცელებს.

პორტუგალიელ სპეციალისტთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

„ფონსეკას და მისი გუნდის წინაშე იქნება ამოცანა, დაიწყონ ახალი ციკლი და გაიყვანონ კლუბი უმაღლეს დონეზე სეზონის მეორე ნახევარში, ასევე მიაღწიონ მთავარ მიზანს - ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა მომდევნო სეზონზე“, -აღნიშნულია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ფონსეკა „მილანს“ 2024 წლის ივნისიდან დეკემბრამდე წვრთნიდა.

რაც შეხება „ლიონს“, ევროპა ლიგის ფაზის დასკვნით ტურში გიორგი მიქაუტაძის გუნდმა რაზგრადის „ლუდოგორეცს“ უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამან მაიძულა ჩემი ქვეყანა დამეტოვებინა და...“ - ოთო მამაგეიშვილი პორტუგალიის ჩემპიონატში ითამაშებს
„ამან მაიძულა ჩემი ქვეყანა დამეტოვებინა და...“ - ოთო მამაგეიშვილი პორტუგალიის ჩემპიონატში ითამაშებს