პერეირამ უსიკთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა
UFC-ის ქვემძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ალექს პერეირამ უკრაინელ მოკრივესთან, ოლექსანდრ უსიკთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა.
ბრაზილიელი მებრძოლის თქმით, ის ჩემპიონია და ჩემპიონთან ჩხუბი სურს.
„ვფიქრობ, უსიკთან ბრძოლა არაჩვეულებრივი იქნებოდა. ვაღმერთებ კრივს. ზოგი ამბობს: „ეს რომ ნამდვილი კრივი იყოს, ნამდვილად წააგებდა“. როდესაც ნამდვილ კრივზე ლაპარაკობენ, თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ - ვფიქრობ, რომ ამ ბიჭთან ჩხუბს შევძლებდი. მე უკვე მქონია სპარინგი გამოცდილ მოკრივეებთან“, - თქვა ალექსმა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს, უსიკმა ტაისონ ფიური მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და WBA-ის, WBC-ის, WBO-ს, IBO-სა და Ring-ის საჩემპიონო ქამრები შეინარჩუნა.
გეტყვით ასევე, რომ უსიკმა ტაისონი ზედიზედ მეორედ დაამარცხა, კარიერაში კი რიგით 23-ე გამარჯვება იზეიმა, თანაც ისე, რომ არასდროს დამარცხებულა.
რაც შეეხება პერეირას, მან ქვემძიმე წონის ჩემპიონის ტიტული 2023 ნოემბერში ირჟი პროხაზკასთან ბრძოლაში მოიპოვა და მას შემდეგ ქამარი სამჯერ დაიცვა - ჯამაჰალ ჰილთან, პროხაზკასთან რემატჩში და ხალილ რანთრისთან ბრძოლაში.