დენა უაითი UFC-ის ღონისძიების საქართველოში ჩატარებას არ გამორიცხავს
დენა უაითმა UFC-ის ღონისძიების საქართველოში ჩატარების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
კერძოდ, ორგანიზაციის პრეზიდენტს საუდის არაბეთში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა ჰკითხა, იგეგმება თუ არა ღონისძიების ჩატარება თურქეთში.
უაითმა თავის მხრივ თქვა, რომ მას არწმუნებენ, ივენთი საქართველოში გაიმართოს.
„ყველგან ჩასვლას ვაპირებთ. შევხვდი რამდენიმე ადამიანს, რომლებიც აქტიურად მარწმუნებს, რომ UFC-ის ღონისძიება საქართველოში ჩავატაროთ. სად აქვს აზრი ყველაზე მეტად ახლა ჩასვლას? რა თქმა უნდა, საქართველოში. როდესაც ჩნდებიან გამორჩეული ტალანტები, ინტერესი იზრდება“, - თქვა უაითმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ორი UFC-ის 2 მოქმედი ჩემპიონი ჰყავს: ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი.