გოგა ბითაძე
Aa
Aa

ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო | ორლანდო პორტლენდთან დამარცხდა

NBA-ში „პორტლენდმა'' „ორლანდოს'' 119-90 მოუგო. სტუმართა სასტარტო ხუთეულში გოგა ბითაძემ ითამაშა, მან პარკეტზე გატარებულ 17:53 წუთში 2 ქულა ჩააგდო, 3 მოხსნა და 2 პასი შეასრულა.

ამ მატჩში ყველაზე შედეგიანი გოგას გერმანელი თანაგუნდელი ფრანც ვაგნერი იყო, მის ანგარიშზე 24 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასია.


აღმოსავლეთ კონფერენციაში „ორლანდო მეჯიქი'' 24 მოგებითა და 25 მარცხით მე-7 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას „იუტა ჯაზთან'' სტუმრად გამართავს, შეხვედრა 2 თებერვალს 02:00 საათზე დაიწყება.

ასევე გეტყვით, რომ „ორლანდო მეჯიქის“ ინსაიდერებმა, დანტე მარკიტელიმ და ჯეიკ ჩეპმენმა გოგა ბითაძეზე ისაუბრეს. მათი თქმით, გოგა „ორლანდოსთვის“ მნიშვნელოვანი კალათბურთელია, მაგრამ სათანადო ქებას მაინც ვერ იღებს.

„დეკემბერში, ბითაძე NBA-ის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი იყო. ვიცით, გუნდისთვის რამდენს ნიშნავს და ემოციური მოთამაშეა. რთულია, მისი მსგავსი ენერგია 48 წუთის განმავლობაში გქონდეს“ - დასძინა ჩეპმენმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სათანადოდ არ აქებენ“ | ორლანდო მეჯიქის ინსაიდერებმა გოგაზე ისაუბრეს
„სათანადოდ არ აქებენ“ | ორლანდო მეჯიქის ინსაიდერებმა გოგაზე ისაუბრეს