ბოლდუინის ბასკონიამ ევროლიგაში ბარსელონას ბოლო წამებზე მოუგო
ვიტორიულმა ბასკონიამ, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელი, კამარ ბოლდუინი იცავს, ევროლიგაში ბარსელონა დაამარცხა.
მატჩის ბედი ძალიან დაძაბულ ბრძლაში გადაწყდა და ბასკონიელებმა შეხვედრა 88:86 მოიგეს. გადამწყვეტი ბურთი ტრენტ ფორესტმა ჩააგდო. შეხვედრის დასრულებამდე 3,5 წამი იყო დარჩენილი, როდესაც ფორესტმა ბურთი მიიღო მცველს აჯობა და ორქულიანი ჩააგდო, რითაც ბასკონიას სეზონში მეათე მატჩი მოაგებინა.
კამარ ბოლდუინმა 18:39 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულა, 1 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. კამარმა 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო. საქართველოს ნაკრების ლეგიონერმა ბასკონიას გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. მასპინძლებს 22 ქულითა და 9 მოხსნით ჩიმა მონეკემ ულიდერა.
ბასკონიას მიმდინარე სეზონში 10 მოგება და 14 მარცხი დაუგროვდა. კამარ ბოლდუინის გუნდი მე-15 ადგილზეა და მომდევნო ტურში მონაკოს ესტუმრება.
წყარო: GBF.ge