ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

გამარჯვება ორ სეტში | ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირის მეოთხედფინალშია

ნიკოლოს ბასილაშვილი მონპელიეს 250-იან ტურნირზე ასპარეზობს და 1/8-ფინაშლი არტურ რინდერკნეშს დაუპირისპირდა. ქართველმა ჩოგბურთელმა მეშვიდე ნომრად განთესილი მეტოქე ორ სეტში დაამარცხა - 6:0, 7:6 (4).

ბასილაშვილმა პირველი სეტი ფენომენალურად ჩაატარა. ნიკას 5 ბრეიკპოინტი ჰქონდა, რომლებიდანაც 3 გამოიყენა და მოწინააღმდეგეს შანსი არ დაუტოვა. ქართველი ჩოგბურთელი საკუთარ მოწოდებაზე არც ერთხელ შემცდარა და 6:0 დააფიქსირა.

მეორე სეტის მესამე გეიმში, რინდერკნეშმა ბრეიკპოინტი გამოიყენა და 2:1 დაწინაურდა, თუმცა, ბასილაშვილმა უკუბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. 4:4-ზე, ნიკა ფეხის ტკივილმა შეაწუხა და სამედიცინო ტაიმაუტი მოითხოვა, თუმცა, თამაში გააგრძელა.

6:5-ზე, რინდერკნეშის მოწოდებაზე ბასილაშვილს მატჩპოინტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა და ტაიბრეიკი დაინიშნა. საწყის 6 გათამაშებაში ჩოგბურთელებმა თითო-თითო მინიბრეიკი შეასრულეს, რის შემდეგაც ნიკოლოზი 5:3 დაწინაურდა. რინდერკნეში დაბრუნდა და ჩამორჩენა 1 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ ბასილაშვილმა მაინც იმარჯვა და მეორე სეტი ტაიმბრეიკზე მოიგო - 7:4.

ცნობისთვის, ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ტურნირის პირველ ნომრად განთესილი ანდრეი რუბლიოვია. აქამდე, ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს ექვსჯერ შეხვედრიან და ბალანსი 3-3-ზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჰიტლერი კარგი ადამიანი იყო“ | ბრაის მიტჩელის სკანდალური განცხადება
„ჰიტლერი კარგი ადამიანი იყო“ | ბრაის მიტჩელის სკანდალური განცხადება