გიორგი მიქაუტაძე, ლაშა ოდიშარია, ლუკა სილაგაძე
Aa
Aa

ევროპა ლიგა: მიქაუტაძის საგოლე პასი და არდანიშნული პენალტი - ლიონი 1/8-ფინალშია

ევროპა ლიგის ფაზის დასკვნით ტურში გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ რაზგრადის „ლუდოგორეცს“ უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა.

სტუმრები უკვე ფლეი-ინს მიღმა იყვნენ დარჩენილები და მათთვის დიდი მნიშვნელობა ამ მატჩს არ ჰქონია, რაც შეეხება „ლიონს“, მათ მეორე ადგილზე ასვლის შანსი ჰქონდათ, ასევე მარცხის შემთხვევაში საუკეთესო 8 გუნდში ადგილის დაკარგვის რისკის წინაშეც იყვნენ.

რაც შეეხება უშუალოდ მიქაუტაძეს, მან შეხვედრა სასტარტოდან დაიწყო და მოედანზე აქტიურიც იყო. 54-ე წუთზე ჟორჟმა კორენტინ ტოლისოს საგოლე გადაცემა გაუკეთა და ანგარიში ასე გაიხსნა.

მე-60 წუთზე მიქაუტაძე მეკარესთან ერთი-ერთზე გადიოდა, მცველმა ის აშკარად წესების დარღვევით შეაჩერა, რის შემდეგაც ჟორჟი დაეცა და საგოლე მომენტიც განიმუხტა. არბიტრმა ვიდეო რეფერის მიმართა, თუმცა აუხსნელი მიზეზების გამო პენალტი არ დაინიშნა.

78-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს და ბევრისთვის მოულოდნელად შეხვედრა ფრედ დასრულდა.

საბოლოოდ, „ლიონმა“ მე-6 ადგილი დაიკავა და 1/8-ფინალში პირდაპირ თამაშის უფლება მოიპოვა.

ლაშა ოდიშარიასა და ლუკა სილაგაძის RFS კიევში „დინამოს“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. ორივე გუნდი პლეი-ინის მიღმა იყო დარჩენილი და ამ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით დატვირთვა არც ჰქონია.

ოდიშარიამ მატჩი ტრადიციულად სასტარტოდან დაიწყო და 90 წუთიც ითამაშა. სილაგაძე კი მოედანზე 85-ე წუთზე გამოჩნდა.

აქვე გეტყვით, რომ პლეი-ინის წილისყრა პარასკევს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩა პარიზში უფრო გაიზრდება, ზურიკოს კი...“ - რუბინის ყოფილმა ფეხბურთელმა ქართველებზე ისაუბრა
„ხვიჩა პარიზში უფრო გაიზრდება, ზურიკოს კი...“ - რუბინის ყოფილმა ფეხბურთელმა ქართველებზე ისაუბრა