სერხიო რამოსი
Aa
Aa

სერხიო რამოსი კარიერას მექსიკაში გააგრძელებს

სერხიო რამოსი, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, მექსიკურ „მონტერეისთან“ გააფორმებს კონტრაქტს.

Super Deportivo-ს წყაროს ინფორმაციით, გარიგება უკვე შედგა - ესპანელს მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლა და კონტრაქტის გაფორმება დარჩა.

შეგახსენებთ, რომ 38 წლის რამოსი ბოლოს „სევილიაში“ თამაშობდა, სადაც მან კარიერა დაიწყო. წარსულში მას „რეალში“ და პსჟ-ში უთამაშია.

გასულ სეზონში მან „სევილიას“ შემადგენლობაში 37 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 1 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძნელია ეს ყველაფერი კვარას ტრანსფერთან არ დავაკავშიროთ“ - ფრანგული პრესა
„ძნელია ეს ყველაფერი კვარას ტრანსფერთან არ დავაკავშიროთ“ - ფრანგული პრესა