აშშ-ში მომხდარ ავიაკატასტროფას ფიგურისტები ემსხვერპლნენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამხედრო ვერტმფრენისა და ავიაკომპანია American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავის შეჯახების შედეგად არავინ გადარჩა.
თვითმფრინავის ბორტზე მინიმუმ 14 ფიგურისტი და მათი მწვრთნელები იმყოფებოდნენ. მათ შორის იყვნენ 1994 წლის მსოფლიო რუსი ჩემპიონები - ევგენი შიშკოვი და ვადიმ ნაუმოვი, რომლებიც აშშ-ის ჩემპიონატიდან ბრუნდებოდნენ.
„სამწუხაროდ, გადარჩენილები არ არიან. ეს ღამე გახდა ბნელი და მტანჯველი როგორც ჩვენი ქვეყნის დედაქალაქისთვის, ისე მთელი ქვეყნის ისტორიისთვის“, - თქვა ტრამპმა.
ავიაკატასტროფა ვაშინგტონში, რეიგანის ეროვნულ აეროპორტთან 28 იანვარს მოხდა. ბოლო ცნობით, ტრაგედიას სულ 67 ადამიანი ემსხვერპლა