ილია თოფურია, ბრაის მიტჩელი
Aa
Aa

„ჰიტლერი კარგი ადამიანი იყო“ | ბრაის მიტჩელის სკანდალური განცხადება

ილია თოფურიას ყოფილი მეტოქე, ბრაის მიტჩელი სკანდალური განცხადებების გაკეთებას არასდროს ერიდებოდა. ArkanSanity-ის პოდკასტში სტუმრობისას, მიტჩელმა ადოლფ ჰიტლერზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ცუდი ადამიანი არ ყოფილა, პირიქით...

„მართლა ვფიქრობ, რომ ჰიტლერი კარგი ადამიანი იყო. ჩემი კვლევები ჩავატარე და სერიოზულად მგონია, რომ სანამ მეტამფეტამინის მიღებას დაიწყებდა, მანამდე ჰიტლერი კარგი ადამიანი იყო და მასთან ერთად, სათევზაოდაც სიამოვნებით წავიდოდი.

ჰიტლერი საკუთარი ქვეყნისთვის იბრძოდა და სურდა, გერმანია ხარბი ებრაელებისგან გაეწმინდა. ებრაელები მის სამშობლოს ანადგურებდნენ. იყო თუ არა ჰიტლერი სრულყოფილი? არა, რა თქმა უნდა, მაგრამ საკუთარი ხალხისთვის იბრძოდა და სურდა, ერი გაეწმინდა“.

ცნობისთვის, მიტჩელი დარწმუნებულია, რომ დედამიწა ბრტყელია და თვლის, რომ ნასამ დიდი აფეთქება და მთვარეზე დაჯდომა მოიგონა, რადგან ელიტის წარმომადგენლებს არ უნდათ, ხალხმა ღმერთი ადიდოს. ნასა რომ ბოროტებაა, მიტჩელის თქმით, ისიც ადასტურებს, რომ მის ლოგოზე გველია გამოსახული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძნელია ეს ყველაფერი კვარას ტრანსფერთან არ დავაკავშიროთ“ - ფრანგული პრესა
„ძნელია ეს ყველაფერი კვარას ტრანსფერთან არ დავაკავშიროთ“ - ფრანგული პრესა