ნიკა ეგაძე
Aa
Aa

ევროპაზე მორიგი მედლის მოლოდინში - ნიკა ეგაძის წარმატებული გამოსვლა

ფიგურულ ციგურაობაში ესტონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, მამაკაცთა შორის ქართველმა ნიკა ეგაძემ მოკლე პროგრამაში იასპარეზა და ლიდერთა შორისაც მოხვდა.

ეგაძემ ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება მიიღო - 91.94 ქულა და მეორე შედეგი დააფიქსირა, რაც მცირე ვერცხლის მედალს ნიშნავს. მასზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ფრანგ ადამ სიაოს ჰქონდა - 93.12 ქულა.

ნიკა ეგაძეს თავისუფალ პროგრამაშიც ვიხილავთ, რომელიც პირველ თებერვალს გაიმართება.


შეგახსენებთ, რომ 31 იანვარს თავისუფალ პროგრამაში ქალთა შორის ანასტასია გუბანოვას ველით, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერია და ოქროს მედლის მთავარ ფავორიტად ითვლება.

ასევე, დღეს ყინულზე წყვილთა შორის თავისუფალ პროგრამაში ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას ვიხილავთ, რომლებმაც მოკლე პროგრამით გამოსვლა არც ისე კარგად დაასრულეს და მე-9 ადგილზე იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვარჯიშიდან სახლში ბრუნდებოდა - საფრანგეთში 14 წლის ფეხბურთელი მოკლეს
ვარჯიშიდან სახლში ბრუნდებოდა - საფრანგეთში 14 წლის ფეხბურთელი მოკლეს