„მოდუნების უფლება არ გვაქვს“ | ფუტსალის ნაკრები ბულგარეთთან მატჩისთვის ემზადება
31 იანვარს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდის მესამე მატჩს გამართავს. წლის პირველ შეხვედრაში ნაკრები ბულგარეთს უმასპინძლებს.
თამაშამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა. დისკვალიფიკაციის გამო, ბულგარეთთან საშინაო მატჩს შოთა თოფურია გამოტოვებს.
საქართველო - ბულგარეთის შეხვედრა თბილისი არენაზე 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს ფეხბურთის ფედერაციის YouTube არხზე შემოგთავაზებთ.
ავთანდილ ასათიანის კომენტარი
გიორგი ჩიმაკაძის კომენტარი
ევროპის ჩემპიონატის საგზურს მეინ რაუნდის ათი ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი კი, საგზურისთვის ბრძოლას პლე-ოფში გააგრძელებს.