ლევანტე, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ტრავმის გამო, ქოჩორაშვილი სავარაუდოდ მომდევნო მატჩსაც გამოტოვებს

„ლევანტეს“ ქართველი ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი სავარაუდოდ მეორე მატჩსაც გამოტოვებს. ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

მიზეზი კოჭის ტრავმაა, რის გამოც ქოჩომ „დეპორტივოსთან“ მატჩი გამოტოვა. „ლევანტეს“ მომდევნო მატჩი 3 თებერვალს, „ფეროლთან“ აქვს და როგორც მედია წერს, ქართველი ამ შეხვედრასაც გამოტოვებს.

ქართველის გარდა, გუნდს ვერ დაეხმარა ასევე ანხელ ალგობია, რომელმაც ტრავმა 21 იანვარს მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონზე 19 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა. რაც შეეხება მის გუნდს, „ლევანტე“ სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუის ენრიკე: “მომავალში გოლებს კვარაცხელია და რამუშიც გაიტანენ“
ლუის ენრიკე: “მომავალში გოლებს კვარაცხელია და რამუშიც გაიტანენ“