საბა გოგლიჩიძე, ალფრედო პედულა
Aa
Aa

იუვენტუსი მცველის გარეშე დარჩა - გოგლიჩიძის ტრანსფერი მოსალოდნელია?

ტურინის „იუვენტუსი“, რომ საბა გოგლიჩიძის შეძენით ინტერესდება, ეს ახალი ამბავი არ არის. ამჯერად შესაძლოა ამ მიმართულებით ტურინელებმა ტემპს მოუმატონ და მოვლენები დააჩქარონ. მიზეზი მორიგი მცველის ტრავმა გახლავთ, რამაც ტიაგო მოტა ურთულეს მდგომარეობაში ჩააგდო.

„ბებერ ქალბატონს“ უკვე ტრავმირებული ჰყავს ორი მცველი - ბრემერი და კაბრალი. გუშინ „ბენფიკასთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში კი პიერ კალულუც დაემტვრათ, რომელიც 4-5 კვირას გამოტოვებს. საბოლოოდ, ლისაბონელებთან მატჩში მოტას გუნდმა დაცვაში 3 ნახევარმცველითა და 1 ნომინალური მცველით დაასრულა. მაკკინი და ვეა ფლანგებზე მოქმედებდნენ, ცენტრში კი გატის ლოკატელი შეუწყვილდა. საერთოდ არაა გასაკვირი, რომ სტუმრებმა ეს შეხვედრა 2:0 მოიგეს.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ალფრედო პედულა სოციალურ ქსელში წერს, რომ „იუვენტუსის“ ინტერესის სფეროში მყოფ მცველებს შორის ერთ-ერთი საბა გოგლიჩიძეა, რომელსაც სატრანსფერო ბაზარზე მისაღები ფასი აქვს.

„უკეთეს შემთხვევაში კალულუს 3 კვირა გაუცდება, უარეს შემთხვევაში კი ერთი თვე. სატრანსფერო ბაზარზე დაბრუნება გარდაუვალია და როგორც მინიმუმ იუვენტუსს მცდელობა ექნება: საბა გოგლიჩიძე და ტომას კრისტენსენი. ქართველი ემპოლიდან - მისი ფასი ყველაზე დაბალია. ამჟამად ტურინელებმა ტოდიბოსა და კელის თაობაზე უარი მიიღეს“.

- წერს პედულა.

საბა გოგლიჩიძის ფასი ტრანსფერმარკტის მიხედვით 8 მილიონი ევროა. როგორც Crystalsport-ისთვის არის ცნობილი, ქართველი მცველის წარმომადგენლები თვის ბოლოს იტალიაში ჩავიდნენ და მოლაპარაკებები გამართეს.

ბოლოს გეტყვით, რომ სატრანსფერო ფანჯარა 3 თებერვალს იხურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუის ენრიკე: “მომავალში გოლებს კვარაცხელია და რამუშიც გაიტანენ“
ლუის ენრიკე: “მომავალში გოლებს კვარაცხელია და რამუშიც გაიტანენ“