მორატა გალათასარაიში გადადის | რომანო
ალვარო მორატა შესაძლოა „გალათასარაიში“ გადავიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ცნობილი ჟურნალისტისა და ინსაიდერის ცნობით, თურქული კლუბი „მილანის“ თავდამსხმელის გასაფორმებლად მოლაპარაკებებს მართავს და ორივე მხარე მზადაა, შეთანხმებას უახლოეს საათებში მიაღწიოს.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის ესპანელი „როსონერის“ გასული წლის ზაფხულის ტრანსფერის დროს შეუერთდა. კლუბმა ალვარო „ატლეტიკოდან“ 13 მილიონ ევროდ იყიდა და მასთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.
მორატამ „მილანის“ შემადგენლობაში, ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 13 მილიონი ევროა.