ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, ლუის ენრიკე, ბრედლი ბარკოლა
Aa
Aa

„ძნელია ეს ყველაფერი კვარას ტრანსფერთან არ დავაკავშიროთ“ - ფრანგული პრესა

ფრანგული გამოცემა francebleu პსჟ-ს ფეერიული თამაშის შესახებ წერს და ამ ყველაფერს ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერთან აკავშირებს.

ლუის ენრიკეს გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 2 პრინციპული მატჩი დამაჯერებლად მოიგო და ჯამში 8 გოლი გაიტანა, გაშვებით კი მხოლოდ 3 გაუშვა.

„ეს არის გუნდი, რომელმაც შეძლო იმის დადასტურება, რაც გასულ კვირას მანჩესტერ სიტისთან ვიხილეთ. ლუის ენრიკეს ბიჭებმა შტუტგარტს შანსი არ მისცეს და პლეი-ინში თამაშის უფლება მოიპოვეს. მე-15 ადგილის დაკავება პსჟ-ს საშუალებას აძლევს, რომ საპასუხო მატჩი საკუთარ კედლებში გამართოს.

ძნელია ეს ყველაფერი კვარაცხელიას პარიზში ჩასვლასთან არ დააკავშირო. კვარა ბარკოლას პირდაპირი კონკურენტია. ორივე ერთ პოზიციაზე თამაშობს და შაბათს ბრედლი რეიმსთან მატჩში თადარიგში აღმოჩნდა. ეს არის გუნდი, რომელშიც არის დიდი კონკურენცია და მისი თითოეული წევრი ერთმანეთს წინსვლას აიძულებს, რათა მოედანზე ადგილი დაიმკვიდრონ.

ლუის ენრიკეს გუნდმა რთული სტარტის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე მოსალოდნელი საქმე უკვე გააკეთა და პირველი ეტაპი დაძლია. ამიერიდან პარიზელები სრული შემადგენლობით შეძლებენ თამაშს“.

- წერს ფრანგული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ინში პარიზელთა მეტოქე „მონაკო“ ან „ბრესტი“ იქნება. 1/8-ფინალში გასვლის შემთხვევაში კი პსჟ „ლივერპულს“ ან „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.

ამიერიდან ხვიჩა კვარაცხელია გუნდს ჩემპიონთა ლიგაზეც დაეხმარება. იქამდე კი უახლოეს შეხვედრაში შაბათს, 20:00-ზე „ბრესტთან“ გასვლა ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვარჯიშიდან სახლში ბრუნდებოდა - საფრანგეთში 14 წლის ფეხბურთელი მოკლეს
ვარჯიშიდან სახლში ბრუნდებოდა - საფრანგეთში 14 წლის ფეხბურთელი მოკლეს