სტივენ ჯერარდი
Aa
Aa

სტივენ ჯერარდმა ალ ეტიფაქი დატოვა

სტივენ ჯერარდმა „ალ ეტიფაქის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. როგორც BBC Sport-ი წერს, მხარეებმა გადაწყვეტილება ორმხრივად მიიღეს.

„ასტონ ვილასა“ და „რეინჯერსის“ ყოფილი თავკაცი არაბულ კლუბს 2023 წლის ზაფხულში ჩაუდგა სათავეში, მასთან კონტრაქტი კი 2027 წლის ზაფხულამდე იყო გათვლილი.

„ფეხბურთი არაპროგნოზირებადია და არასდროს არ მიდის ისე, როგორც ჩვენ გვინდა, თუმცა მე მივდივარ დიდი პატივისცემით კლუბისა და ქვეყნისადმი. ეჭვი არ მეპარება, რომ გაწეული სამუშაო მომავალში წარმატებას მოიტანს“, - თქვა „ლივერპულისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა.


ჯერარდის ხელმძღვანელობით, „ალ ეტიფაქმა“ 59 მატჩი ჩაატარა და 23 მოგება მოიპოვა. ამჟამად კლუბი სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნიკო კოვაჩი დორტმუნდის ბორუსიას მთავარ მწვრთნელად ინიშნება
ნიკო კოვაჩი დორტმუნდის ბორუსიას მთავარ მწვრთნელად ინიშნება