კრიშტიანუს ტიტულები სჭირდება - მორგანმა ალ-ნასრი გააკრიტიკა
სოლიდური საფეხბურთო ასაკის მიუხედავად, კრიშტიანუ რონალდუ ძველებურად შედეგიანია და საუდის არაბეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავის ლიდერია. თუმცა, მისგან განსხვავებით გუნდი ისეთი სიძლიერის არ არის რომ ტიტულები მოიგოს, რაც ცნობილმა ჟურნალისტმა პირს მორგანმაც აღნიშნა.
რას ამბობს მორგანი
ფაქტია, რომ ამჟამად „ალ-ნასრი“ ისე ვერ ბრწყინავს, როგორც კრიშტიანუ რონალდუ. პორტუგალიელს სჭირდება ახალი ფეხბურთელები, რომლებიც მას კარგ პარტნიორობას გაუწევენ და კლუბს ტიტულების მოგებაში დაეხმარებიან.
კარგად ვიცნობ რონალდუს და ის ყოველთვის მიისწრაფვის ჯილდოების მოგებაზე. არ მოსწონს, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილი. კიდევ რამდენიმე მისი მსგავსი მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელს თუ შეიძენს, „ალ-ნასრი“ უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლ გუნდად ჩამოყალიბდება.
ჩვიდმეტი ტურის შემდეგ „ალ-ნასრი“ საუდის არაბეთის პრო ლიგაში მეოთხე ადგილზეა და ლიდერ „ალ-ჰილალს“ 8 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება პირს მორგანს, ის რონალდუსთან დაახლოებული ჟურნალისტია, რომელთანაც ექსკლუზიური ინტერვიუ პორტუგალიელმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვებისა და „ალ-ნასრში“ გადასვლის პერიოდში ჩაწერა.