ოთარ მამაგეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი
Aa
Aa

სარფიანი გარიგება | მამაგეიშვილის ტრანსფერის უცნობი დეტალები

„იბერია 1999''-მა გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ოთარ მამაგეიშვილი პორტუგალიურ „ფამალიკაოში'' გაყიდა.

CrystalSport-ის ინფორმაციით, „ფამალიკაო’’ ოთარ მამაგეიშვილის ტრანსფერში 800 000 ევროს გადაიხდის. ასევე, საინტერესოა კონტრაქტის კიდევ ერთი პუნქტი, „იბერია 1999’’ შემდეგი ტრანსფერიდან 20 პროცენტს მიიღებს.

პორტუგალიური კლუბი ოთოს დიდი ხანი, 2024 წლის სეზონში აქტიურად აკვირდებოდა და საბოლოოდ მისი დამატების გადაწყვეტილება მიიღეს. „ფამალიკაოს’’ სკაუტები მას როგორც საჯარიმოდან საჯარიმომდე მოთამაშე ნახევარმცველად მოიაზრებენ, რომელსაც გოლის გატანა კარგად გამოსდის (22 წლის ნახევარმცველმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონში 29 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა, ხოლო საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ნიდერლანდებს ბრწყინვალე გოლი შეუგდო).

CrystalSport-ის ინფორმაციით, ოთოს დამატების სურვილი კიდევ ერთ პორტუგალიურ კლუბს, „გიმარაეშს’’ ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ ფეხბურთელმა არჩევანი „ფამალიკაოზე’’ გააკეთა.

ტრანსფერი პორტუგალიელი აგენტის, ულისეს სანტუშის ჩართულობით განხორციელდა, რომელიც სამენეჯერო კომპანია ULISSES SANTOS - US11-ის ხელმძღვანელია.

„ფამალიკაო'' ახალგაზრდა ფეხბურთელების გაყიდვაზე ძალიან კარგად მუშაობს, ბოლო წლებში არაერთი სარფიანი ტრანსფერი განახორციელეს, მათ შორის რამდენიმე მოთამაშე „ფამალიკაოდან'' „პორტუში'' გადავიდა.

ასევე გეტყვით, რომ „ფამალიკაო’’ ოთოს ტყუპისცალის, გიზი მამაგეიშვილის დამატებას არ განიხილავდა, მოლაპარაკებაში ძმების დამატების ვარიანტი არ განხილულა, პორტუგალიურ კლუბს თავიდანვე მხოლოდ ოთოს შეძენა სურდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამან მაიძულა ჩემი ქვეყანა დამეტოვებინა და...“ - ოთო მამაგეიშვილი პორტუგალიის ჩემპიონატში ითამაშებს
„ამან მაიძულა ჩემი ქვეყანა დამეტოვებინა და...“ - ოთო მამაგეიშვილი პორტუგალიის ჩემპიონატში ითამაშებს