ოთარ მამაგეიშვილი, ფამალიკაუ
Aa
Aa

„ამან მაიძულა ჩემი ქვეყანა დამეტოვებინა და...“ - ოთო მამაგეიშვილი პორტუგალიის ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი, ოთარ მამაგეიშვილი იბერია 1999-დან კარიერას პორტუგალიურ „ფამალიკაუში“ გააგრძელებს. ინფორმაცია პორტუგალიურმა კლუბმა ოფიციალურა დაადასტურა.

22 წლის ნახევარმცველმა „ფამალიკაუსთან“ კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა. კლუბის საიტზე მამაგეიშვილის კომენტარი ვრცელდება, სადაც ის პორტუგალიის ჩემპიონატში გადასვლის მიზეზებზე საუბრობს.

რას ამბობს მამაგეიშვილი:

„ეს ცვლილება ჩემი კარიერისთვის ძალიან მომგებიანია. ფამალიკაუ მაძლევს რწმენას იმაზე, რომ აქ გადმოსვლა ჩემი უნარების განვითარებისთვის სწორი ნაბიჯია“.

„როგორც კი კლუბისგან მოწვევა მივიღე, ამან აღმაფრთოვანა. კლუბის პროექტმა, ინფრასტრუქტურამ და გულშემატკივრების მხარდაჭერამ დამარწმუნა, რომ ჩემი ქვეყანა დამეტოვებინა და ახალი გამოწვევა მიმეღო“.

ოთარ მამაგეიშვილი იბერია 1999-ის აკადემიის აღზრდილია და მთავარი გუნდის ღირსებას 2020 წლიდან იცავს. 22 წლის ფეხბურთელმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 108 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. მამაგეიშვილი იბერია 1999-სთან ერთად კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გასული ჩემპიონის გამარჯვებული გახდა.

„ფამალიკაუ“ პორტუგალიის მთავარ ლიგაში ასპარეზობს და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში 21 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება. ცნობისთვის, პორტუგალიის ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი აბურჯანიაც თამაშობს, რომელიც ავს-ის ღირსებას იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები