კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

ირლანდიის შემარცხვენელი ხარ - კონორმა ჰიუზს შეურაცხყოფა მიაყენა

შერეული ორთაბრძოლების ირლანდიელი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი თანამემამულე პოლ ჰიუზს ღიად დაუპირისპირდა და მას შეურაცხყოფა მიაყენა. ჰიუზმა, რომელიც Bellatore-ს საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში უსმან ნურმაგომედოვთან დამარცხდა, ხაბიბს საჯაროდ მიმართა და აღნიშნა, რომ მას ძალიან აფასებს და ის ფაქტი, თითქოს მისი მისამართით რაიმე უცენზურო როდესმე თქვა, პრესის წარმომადგენლების მოგონილია. როგორც ჩანს, ყოველივე ეს მაკგრეგორს არ მოეწონა და თანამემამულისთვის შეურაცხყოფის საჯაროდ გაკრიტიკებას არ მოერიდა, რისი პასუხიც პოლისგან მოგვიანებით მიიღო.

კონორ მაკგრეგორი

ნამდვილი სულელი ხარ და თუ გგონია, რომ მსგავს ჟესტებს ხაბიბ ნურმაგომედოვი როდესმე რაიმეთი დაგიფასებს, ცდები. მგონი დაგავიწყდა ნამდვილი ირლანდიელები როგორ იქცევიან და შენ არ იმსახურებ ჩვენი ქვეყნის დროშის ტარებას, ირლანდიის შემარცხვენელი ხარ. შეგიძლია, როცა მოგინდება საჯდომზე მეც მემთხვიო, როგორც ეს ნურმაგომედოვების შემთხვევაში გააკეთე.

პოლ ჰიუზი

კონორ, ყოველთვის გაფასებდი და უდიდეს სპორტსმენად გთვლიდი, მაგრამ მას შემდეგ რაც ჩემი ირლანდიური იდენტობა შენ ეჭვქვეშ დააყენე, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ საჯდომით აზროვნებ.

უსმან ნურმაგომედოვთან ბრძოლის დასრულების შემდეგ, პოლ ჰიუზი ხაბიბმა მთელი ოჯახით დაღესტანში მიიპატიჟა, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ მიწვევას აუცილებლად დათანხმდება, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ უსმანთან რემატჩის დამთავრების შემდეგ, რომლის ზუსტი თარიღიც ჯერ ცნობილი არ არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლოთი და ნარკომანია - ხაბიბის გუნდი მაკგრეგორს დაუპირისპირდა
ლოთი და ნარკომანია - ხაბიბის გუნდი მაკგრეგორს დაუპირისპირდა