„მე ალექსანდრეს დავაფინიშებ, ვოლკი კი ილიას“ - კოლბი თიქნესი თოფურიასთან ჩხუბზე
UFC-ში, ალექსანდრე თოფურიას პირველი მეტოქე, კოლბი თიქნესი ავსტრალიურ მედიასთან მოახლოებულ ორთაბრძოლაზე საუბრობს და ჩხუბის მოლოდინებს აზიარებს. თიქნესი დარწმუნებულია, რომ ალექსანდრეს დაფინიშებას შეძლებს.
რას ამბობს თიქნესი:
„რა თქმა უნდა, აუცილებლად მინდა, რომ თოფურია დავაფინიშო, შემდეგ კი ვოლკანოვსკი ილიას დააფინიშებს აპრილში, თუ რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა გაიმართება“.
„ბუნებრივია, ამაღელვებელი მომენტია, რომ ილიას და ალექსის ბრძოლის შემდეგ ახლა ერთმანეთს მათი გუნდის წევრები დავუპირისპირდებით. მართალია, ალექსანდრე ილიას ძმაა, მაგრამ მე ვოლკანოვსკისთან ერთად 13 წლიდან ვვარჯიშობთ და ფაქტობრივად, ძმებივით ვართ. ამ ბრძოლას ინტრიგა აქვს იმის გამოც, რომ ერთმანეთს მოქმედი და ყოფილი ჩემპიონების გუნდის წევრები ვუპირისპირდებით და ამასთან, შეიძლება მათი რემატჩი შედგეს“.
„ის ილიას ძმაა, მე კი ვოლკის მთავარი სპარინგ-პარტნიორი, ასე რომ აფიშა ძალიან მაგარია. სიმართლე გითხრათ, როდესაც ჩემს სადებიუტი ბრძოლას ვიღებდი, ამაზე არც მიფიქრია“.
„როგორ მივიღე ეს ბრძოლა? ეს მოულოდნელი და სახალისოც იყო. უსაფრთხოების სამსახურში ცვლაში ვმუშაობდი და შესვენების დროს ჩემს მანქანაში მუსიკას ვუსმენდი. მოულოდნელად ილიას მენეჯერისგან ინსტაგრამზე მესიჯი მივიღე, ჩემი Whatsapp-ის ნომერი მთხოვა და როცა მივეცი, დამირეკა და მკითხა, ჯანმრთელი ვიყავი, თუ არა და მზად ჩხუბი მოკლე დროში მიმეღო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი“.
„იმ ღამესვე დავურეკე ჯოს და ვოლკს, ორშაბათიდან კი ვარჯიში და თოფურიაზე ინფორმაციის მოძიება დავიწყე“.
საგულისხმოა, რომ ამ ჩხუბში ილია თოფურია თავისი ძმის, ალექსანდრე თოფურიას კუთხეში იდგება, ვოლკანოვსკი კი კოლბი თიქნესის.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე თოფურაისა და კოლბი თიქნესის ბრძოლა 9 თებერვალს, UFC 312-ზე ავსტრალიაში გაიმართება. ცნობისთვის, თავიდან თოფურიას მეტოქე კოდი ჰადონი უნდა ყოფილიყო, თუმცა ავსტრალიელი ბრძოლას ტრავმის გამო ჩაეხსნა.