კორტზე არასწორი განწყობით გადის - ბეკერი ზვერევის მარცხებზე
ალექსანდრ ზვერევი რამდენჯერმე ძალიან ახლოს იყო კარიერის მთავარი ოცნების ასრულებასთან და დიდი სლემის მოგებასთან, მაგრამ ჯერჯერობით მიზნის მიღწევა ვერ შეძლო. 27 წლის გერმანელმა 2020 წლის ამერიკის ღია პირველობის, 2024 წლის როლან გაროსისა და 2025 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი ითამაშა, თუმცა სამივე შემთხვევაში დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.
რატომ ვერ ახერხებს ზვერევი გადამწყვეტ შეხვედრებში მობილიზებას, ამის თაობაზე შეკითხვა ლეგენდარულ გერმანელ ჩოგბურთელს ბორის ბეკერს დაუსვეს და მისგან საკმაოდ საინტერესო პასუხი მიიღეს.
ბორის ბეკერი
რამდენიმე დღის წინ სინერთან გამართულ ფინალზე სათამაშოდ მხრებდაშვებული გავიდა, თავი დაბლა ჰქონდა მორიდებული ბავშვივით დაწეული და მაშინვე გავიფიქრე: „ღმერთო, ღმერთო, ღმერთო“.
ის იყო ნერვიული, დაძაბული და არასწორი განწყობით გასული, რაც მისი ფინალების დროს საკმაოდ ხშირად ხდება. აი, მისი იტალიელი მეტოქე იყო მაქსიმალურად კონცენტრირებული და საკუთარ ძალებში დარწმუნებული გახლდათ, რამაც მის გამარჯვებას ხელი შეუწყო.
არ ვამბობ, რომ არ ენერვიულა, ზვერევს მოგების უფრო მეტი შანსი ექნებოდა, რადგან სინერი ჰარდზე ამ ეტაპზე უკონკურენტო ჩანს, მაგრამ ვფიქრობ, საშას ჩემი რჩევები სამომავლოდ აუცილებლად გამოადგება.
შეგახსენებთ, რომ სინერმა ზვერევი სამ სეტში დაამარცხა და კარიერაში რიგით მესამე დიდი სლემი მოიგო, ავსტრალიის ღია პირველობაზე კი ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა.