„კოლბით აღფრთოვანებული ვარ“ - ვოლკანოვსკიმ თოფურიას მეტოქეზე ისაუბრა
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიას ძმის, ალექსანდრე თოფურიას სადებიუტო მეტოქის, კოლბი სიქნესის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია.
ცნობისთვის, კოლბი თიქნესი ვოლკანოვსკის გუნდის წევრი და მისი ერთ-ერთი სპარინგ-პარტნიორია. „ვოლკმა“ თიქნესის პიროვნულ თვისებებსაც გაუსვა ხაზი.
რას ამბობს ვოლკანოვსკი:
„კოლბით აღფრთოვანებული ვარ. კოლბი თიქნესზე ღირსეული ადამიანი არ არსებობს. ის ალბათ, ყველაზე შრომისმოყვარე ბიჭია, რომელსაც პლანეტაზე ვიცნობ. მას დიდი გული და საუკეთესო დისციპლინა აქვს. ამ ბიჭზე ერთგული არავინაა. თითქმის ჩემი მთელი კარიერის განმავლობაში ის მთავარი სპარინგ-პარტნიორი იყო“.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე თოფურაისა და კოლბი თიქნესის ბრძოლა 9 თებერვალს, UFC 312-ზე ავსტრალიაში გაიმართება. ცნობისთვის, თავიდან თოფურიას მეტოქე კოდი ჰადონი უნდა ყოფილიყო, თუმცა ავსტრალიელი ბრძოლას ტრავმის გამო ჩაეხსნა.
საგულისხმოა, რომ ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ თავისი ბოლო ბრძოლა გასული წლის თებერვალში, ილია თოფურიას წინააღმდეგ გამართა და მეორე რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა, რის შედეგადაც საჩემპიონო ქამარი დაკარგა.