რომან დოლიძე, შარაბუტდინ მაგომედოვი
Aa
Aa

„მასთან სასაუბროდ ყოველთვის მზად ვარ...“ - შარა ბულეტმა დოლიძეს უპასუხა

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლმა, შარაბუტდინ მაგომედოვმა, რომელიც რამდენიმე დღეში UFC Fight Night-ზე მაიკლ პეიჯს დაუპირისპირდება, პრესკონფერენციაზე რამდენიმე საკითხზე, მათ შორის რომან დოლიძესთან პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა.

 

რა თქვა „შარა ბულეტმა“:

„რომან დოლიძესთან სასაუბროდ ყოველთვის მზად ვარ. ვნახე ის ვიდეო, ზრდილობიანად საუბრობდა, ახლა არაფერს ვუპასუხებ, მაგრამ როცა შევხვდებით, დავილაპარაკებთ. 

რაც შეეხება ჩხუბს, ხალხს სანახაობრივი ბრძოლები აინტერესებს, სადაც ბევრი დარტყმაა. თუ ერთი მებრძოლი მხოლოდ ფეხებში შესვლას ცდილობს, ეს ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ თუ ეს დიდ ინტერესს გამოიწვევს, პრობლემა არაა.

დოლიძის მიმართ დიდი ინტერესი არ არსებობს, მას არ აქვს სტრაიკინგი, მხოლოდ ჭიდაობს. ვნახეთ მისი ბრძოლა იმავოვთან, სადაც ჭიდაობით ვერაფერს გახდა და როგორ დასრულდა ეს ყველაფერი, კარგად გახსოვთ.

ჯერ ყველა თავის ოპონენტს რევანშები აუღოს, მხოლოდ ამის შემდეგ იფიქროს ჩემზე. დოლიძე რეიტინგში ჩემზე მაღლაა, ამიტომ სასიამოვნოა, რომ მან გამომიწვია. ახლა ვეტორის ეჩხუბება და შეიძლება მათ შორის გამარჯვებულთან მაჩხუბონ - დავუმტკიცებ ყველას, რომ არც ისე ცუდად ვჭიდაობ“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ „შარა ბულეტმა“ ერთ-ერთ ინტერვიუში საქართველოზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ქართველები რუსეთს უნდა უმადლოდენ, თორემ ახლა შესაძლოა საქართველო დაღესტნის ნაწილი ყოფილიყო“.

დაღესტნელი მებრძოლის ამ განცხადებებს გურამ ქუთათელაძემ და რომან დოლიძემ უპასუხეს. „კავკასიელმა“ განაცხადა, რომ როდესაც ისინი პირადად შეხვდებიან, „შარა ბულეტს“ რიგი არაკორექტული სიტყვების ახსნა მოუწევს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შარა ბულეტი მაიკლ პეიჯს: 1 თებერვალს შენს სისხლში ვიქნები
შარა ბულეტი მაიკლ პეიჯს: 1 თებერვალს შენს სისხლში ვიქნები