ნიკო კოვაჩი დორტმუნდის ბორუსიას მთავარ მწვრთნელად ინიშნება
დორტმუნდის ბორუსიას ახალი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი იქნება. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავლენიანმა სატრანსფერო ინსაიდერმა, ფაბრიციო რომანომ გაავრცელა.
რომანოს ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და გერმანული მწვრთნელი კოვაჩის დანიშვნის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად უახლოეს საათებში გამოაცხადებს.
ხორვატ სპეციალისტს გერმანიის ბუნდესლიგაში მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს. კოვაჩი სხვადასხვა წლების განმავლობაში ფრანკფურტის აინტრახტსა და მიუნხენის ბაიერნს წვრთნიდა. ამის შემდეგ, 53 წლის მწვრთნელმა მონაკო ჩაიბარა, რის შემდეგაც კვლავ გერმანიაში დაბრუნდა და ბოლოს „ვოლფსბურგის“ დამრიგებელი იყო.
ნიკო კოვაჩი ბორუსიაში ნური შაჰინს ჩაანაცვლებს. თურქი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, დორტმუნდი ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 19 ტურის შემდეგ 26 ქულით მე-11 პოზიციაზე იყო, რის გამოც ხელმძღვანელებმა მისი გათავისუფლება გადაწყვიტეს.