მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი
Aa
Aa

„მართლა მჯერა, რომ მესამე ფილტვი აქვს“ - ალჯომ მერაბზე ისაუბრა

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა და მერაბ დვალიშვილის უახლოესმა მეგობარმა, ალჯამეინ სტერლინგმა MMA Junkie-სთან ინტერვიუს დროს მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა და ქართველი „მანქანა“ ტანკს შეადარა.

რას ამბობს ალჯო მერაბზე:

„მახსოვს, 2017 წელს ერთ-ერთი ბრძოლის შემდეგ ინტერვიუს დროს მკითხეს, თუ რა იყო ჩემი გამძლეობის საიდუმლო, მე კი ვუპასუხე: „თუ გინდა, რომ კარგი კარდიო გქონდეს, გუნდში მერაბი უნდა გყავდეს“. ეს იყო სიმართლე და ასეა დღემდე. მერაბმა ჩემს გაუმჯობესებაში დიდი როლი ითამაშა, ეს ბიჭი ნამდვილი ტანკია. ნამდვილად მჯერა, რომ მას მესამე ფილტვი აქვს“.

ქართველმა „მანქანამ“ უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა. საგულისხმოა, რომ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვს კარიერაში პირველი მარცხი აგემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ მესმის, რატომ მიიჩნევდნენ უმარს ფავორიტად“ - ბენ ასკრენი
„არ მესმის, რატომ მიიჩნევდნენ უმარს ფავორიტად“ - ბენ ასკრენი