სპურსმა ისევ წააგო | მამუკელაშვილს მცირე დრო დაეთმო
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ ტურში „სან ანტონიო სპურსმა“ „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ უმასპინძლა და 116:128 დამარცხდა.
„სპურსის“ რიგებში კვლავ მცირე სათამაშო დრო დაეთმო სანდრო მამუკელაშვილს, რომელმაც პარკეტზე 4 წუთი და 21 წამი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა 2 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა.
„სან ანტონიოს“ რიგებში საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა იყო - 23 ქულა, 12 მოხსნა, 4 ასისტი. „კლიპერსის“ მხრიდან ყველაზე შედეგიანი კავაი ლეონარდი იყო - 27 ქულა, 6 მოხსნა, 7 ასისტი. ივიცა ზუბაჩმა კი 21 ქულასთან ერთად 22 მოხსნაც დააგროვა და ორმაგი დუბლი შეასრულა.
ცნობისთვის, „სპურსს“ 20 მოგება და 24 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 1 თებერვალს, „მილუოკი ბაქსის“ წინააღმდეგ გამართავს.