პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე
Aa
Aa

ლუის ენრიკე: “მომავალში გოლებს კვარაცხელია და რამუშიც გაიტანენ“

ჩემპიონთა ლიგის ფაზა დასრულდა. პარი სენ ჟერმენმა სტუმრად შტუტგარტი 4:1 გაანადგურა და პლეი-ინში თამაშის უფლება მოიპოვა.

მატჩის დასრულების შემდეგ, პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ენრიკემ?

„ძალიან ბედნიერი ვარ. წილისყრაში თავიდანვე არ გაგვიმართლა და ძლიერი მეტოქეები შეგვხვდა. სატურნირო ცხრილში საქმე კარგა არ მიდიოდა, მაგრამ ვფიქრობ, ქულების დაგროვებისთვის პირველივე თამაშიდან იბრძოდით. ჩვენ ეს მოვახერხეთ და ბედნიერი ვარ.

ვაქციე, თუ არა დემბელე მთავარ ბომბარდირად? არა ეს საფეხბურთო გუნდია და გოლი ნებისმიერმა შეიძლება გაიტანოს. ახლა ყველაზე მეტი მას გააქვს, მომავალში გოლებს რამუში, ლი კანგ-ინი და კვარაცხელიაც გაიტანენ. ბრესტი თუ მონაკო? ნებისმიერისთვის მზად ვართ.“

შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინში ბრესტს ან მონაკოს დაუპირისპირდება. მერვედფინალში გასვლის შემთხვევაში კი ფრანგები ბარსელონას ან ლივერპულს შეხვდებიან. ყველაფერს წილისყრა გაარკვევს, რომელიც 31 იანვრით თარიღდება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინში მონაწილეობის მიღებას ხვიჩა კვარაცხელიაც შეძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ პლეი-ინში გავიდა! ხვიჩა ჩემპიონთა ლიგაზე ბრუნდება - მეტოქეები ცნობილია
პსჟ პლეი-ინში გავიდა! ხვიჩა ჩემპიონთა ლიგაზე ბრუნდება - მეტოქეები ცნობილია