ოთარ კიტეიშვილი, ირაკლი აზაროვი, გურამ კაშია
Aa
Aa

პლეი-ინის გარეშე | ქართველები ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობნენ

ჩემპიონთა ლიგის ფაზა დასრულდა. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 3 ქართველი ფეხბურთელი იღებდა მონაწილეობას და პლეი-ინში მეოთხეც დაემატება.

სამწუხაროდ, გურამ კაშიას სლოვანმა, ირაკლი აზაროვის შახტარმა და ოთარ კიტეიშვილის შტურმმა ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა დაასრულა. ვერცერთი გუნდი 24 საუკეთესოს შორის ვერ მოხვდა.

ყველაზე კარგი შედეგი უკრაინულმა გუნდმა დააფიქსირა.(27-ე ადგილი) შახტარმა 7 გოლი მოიპოვა. 2 მოგება, 1 ფრე და 5 წაგება - ირაკლი აზაროვმა კი ბრესტის წინააღმდეგ პენალტი მოიპოვა. დონეცკელებმა აღნიშნული მატჩი მოიგეს.

ოთარ კიტეიშვილის შტურმმა 8 მატჩიდან 2 მოიგო, 6 ქულა დააგროვა და 30-ე ადგილი დაიკავა. ქართველმა ფეხბურთელი ლილის წინააღმდეგ 1 გოლი გაიტანა. აღნიშნული მატჩი ფრანგებმა მოიგეს.

ყველაზე ცუდი შედეგი კი ბრატისლავის სლოვანმა დააფიქსირა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა 8 მატჩიდან რვავე წააგო და სატურნირო ცხრილში 35-ე ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება მეოთხე ქართველ ფეხბურთელს, როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ ჟერმენში გადაბარგდა. ფრანგულმა გუნდმა პლეი-ინში თამაში გაინაღდა და კვარას აუცილებლად ვიხილავთ. პსჟ-ს სავარაუდო მოწინააღმდეგეები ბრესტი და მონაკო არიან.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა იყიდეს, მაგრამ.. - პსჟ-ს შეტევის გაძლიერება მაინც სურს
კვარა იყიდეს, მაგრამ.. - პსჟ-ს შეტევის გაძლიერება მაინც სურს