ევროპის ჩემპიონატი: გუბანოვა მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერია!
ფიგურულ სრიალში საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვა ესტონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამით წარდგა და საუკეთესო შედეგი აჩვენა.
გუბანოვამ მოკლე პროგრამაში 68.99 ქულა მიიღო, რაც საუკეთესო შედეგი გამოდგა. ტექნიკურ კომპონენტებში 37.31 ქულა დაუწერეს, ხოლო პროგრამულში 31.68. საერთო ჯამში მეორე ადგილზე მყოფ ნინა პეტროკინას 5 მეასედი ქულით გაასწრო.
თავისუფალ პროგრამაში გამოსვლები 31 იანვარს გაიმართება. სტარტი 20:00-ზეა. გუბანოვა ყინულზე ბოლო გამოვა.
შეგახსენებთ, რომ ანასტასია გუბანოვამ ქართული ციგურაობის ისტორია დაწერა და 2023 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო. 2024 წელს კი ვერცხლის მედლის მფლობელიც გახდა.