კვარა იყიდეს, მაგრამ.. - პსჟ-ს შეტევის გაძლიერება მაინც სურს
პარი სენ ჟერმენს ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი 75 მილიონი ევრო დაუჯდა. ამის პარალელურად კი ფრანგებმა გუნდიდან რანდალ კოლო მუანი გაუშვეს.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, პარი სენ ჟერმენს ხვიჩას დამატების მიუხედავად, შეტევის გაძლიერება ზაფხულში მაინც სურს.
წყაროს ცნობით, ფრანგული გრანდი ასტონ ვილას თავდამსხმელის ჯონ დურანის გადაბირებას გეგმავს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კვარას ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში, პსჟ მას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს შეიძენდა, მაგრამ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი შედგა.
გამოცემა იმასაც წერს, რომ თუ დურანი ალ ნასრიში არ გადავა, რაც საკმაოდ რეალურია, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, პსჟ მას აუცილებლად შეიძენს.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში დურანმა ასტონ ვილას შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ერთად 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 12 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, კვარაცხელიას დებიუტი უკვე შედგა. ქართველმა ფეხბურთელი რეიმსის წინააღმდეგ ითამაშა და გულშემატკივრებს თავი ეფექტური საგოლე გადაცემით დაამახსოვრა.