ლუკა ბერულავა, ანასტასია მეტელკინა
Aa
Aa

ფიგურული სრიალი: მეტელკინა-ბერულავას სუსტი გამოსვლა

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ფიგურულ ციგურაობაში ევროპის 2025 წლის ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს, მოკლე პროგრამაში გამოსვლები შედგა, სადაც ქართულმა წყვილმა ანასტასია მეტელკინა/ლუკა ბერულავა მე-9 ადგილი დაიკავა და თავისუფალი პროგრამით გამოსვლის უფლება მოიპოვეს.

ქართული წყვილი ფავორიტთა შორის მოიაზრებოდა და მათ შეიძლება ითქვას მოსალოდნელზე სუსტად იასპარეზეს. მეტელკინა ერთ-ერთი ნახტომის დროს დაეცა და ეს შედეგიც ამან განაპირობა - 57.03 ქულა.

ცნობისთვის, მეტელკინასა და ბერულავას სეზონის სარეკორდო ქულა 72.26 გახლავთ.

30 იანვარს, მეტელკინა-ბერულავას დუეტს კიდევ ერთი შანსი მიეცემა და თავიანთ შესაძლებლობებს თავისუფალ პროგრამაში გამოცდიან. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ქართულმა დუეტმა ვერცხლის მედლების მოპოვება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბი კარდიოს მანქანაა, მაგრამ რომ არა მოტეხილი ხელი...“ - უმარის მწვრთნელი
„მერაბი კარდიოს მანქანაა, მაგრამ რომ არა მოტეხილი ხელი...“ - უმარის მწვრთნელი