კუკუშკინს მოუგო - ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირის 1/8-ფინალში გავიდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს 250-ქულიან ტურნირზე წარმატებით გამოდის. ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში მიხაილ კუკუშკინს დაუპირისპირდა და სამ სეტში 6:3 3:6 5:0(ბოლო გეიმში დანებდა) დაამარცხა.
პირველი სეტი ნიკოლოზმა დამაჯერებლად დაიწყო და უკვე მეორე გეიმში ბრეიკი შეასრულა. იგივე განმეორდა მეექვსე გეიმშიც, თუმცა ბასილაშვილი ერთი უკუბრეიკი მაინც მიიღო, თუმცა სეტი მას დარჩა.
მეორე სეტში ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლად თამაშობდნენ, თუმცა მერვე გეიმში კუკუშკინმა ბრეიკი შეასრულა, სეტზე ჩააწოდა და მატჩი დისაიდერში გადაიყვანა, სადაც ბასილაშვილი შეუდარებელი იყო. ნიკოლოზი 5:0-ს იგებდა, რა დროსაც მიხაილი დანებდა და თამაში ნაადრევად დაასრულა.
ცნობისთვის, ამ გამარჯვებით, ქართველმა ჩოგბურთელმა 10 სარეიტინგო ქულა დააგროვა და 18 პოზიციით დაწინაურდა. ის ახლა ATP რეიტინგში 170-ე ადგილს იკავებს. ტურნირის მოგების შემთხვევაში ბასილაშვილს 583 ქულა ექნება და ასეულს მიუახლოვდება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირის მერვედფინალში არტურს რინდერნეშს დაუპირისპირდება.