მერაბ დვალიშვილი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, უმარ ნურმაგომედოვი, გილბერტ ბერნსი
Aa
Aa

„ხაბიბმა უმარი უარეს დღეში ჩააგდო“ - გილბერტ ბერნსი მერაბთან ჩხუბზე

UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლმა, გილბერტ ბერნსმა მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ჩხუბზე ისაუბრა და რუსი მებრძოლის მწვრთნელი და ბიძაშვილი, ხაბიბ ნურმაგომედოვი გააკრიტიკა. ბრაზილიელმა მებრძოლმა აღნიშნა, რომ სამწვრთნელო საქმიანობაში ხაბიბს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი.

რას ამბობს ბერნსი:

„დაღესტნელ ბიჭებს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვს, როგორც მწვრთნელს საკუთარ თავზე ბევრი სამუშაო აქვს. ვიცი, ხალხს ჩემი ნათქვამი არ მოეწონება, მაგრამ ეს ასეა“.

„რატომ ვამბობ ამას? როცა უმას დაღლილობა დაეწყო, კითხვითი მზერით წავიდა თავისი კუთხისკენ, მე კი ხაბიბს გავხედე და ზუსტად იგივე მზერა დავინახე, რაც უმარს ჰქონდა. ასეთ დროს მწვრთნელმა ისეთი რჩევა უნდა მისცეს, რომელიც მებრძოლს თამაშში დააბრუნებს, ან თავდაჯერებას შეუნარჩუნებს, ხაბიბმა კი პირიქით, მას დარჩენილი თავდაჯერებაც წაართვა“.

„როდესაც მიჭირს, ჩემი მწვრთნელები ყოველთვის მამშვიდებენ და მეუბნებიან, რა გავაკეთო - „რაუნდი წააგე და აუცილებლად უნდა გააკეთო ეს“ და მსგავსი რჩევები. უმარი იმდენად ბევრჯერ აღმოჩნდა რთულ მდგომარეობაში, რომ მწვრთნელებმა რეალური შედეგის დათვლაც ვერ მოახერხეს, ეს კი უპატიებელია“.

„ხაბიბს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მწვრთნელობას დრო და დიდი გამოცდილება სჭირდება“.

ქართველმა „მანქანამ“ უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა. საგულისხმოა, რომ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვს კარიერაში პირველი მარცხი აგემა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ერთადერთი საშუალება, რომ მერაბი დაამარცხო...“ - რას ამბობს კორმიე
„ერთადერთი საშუალება, რომ მერაბი დაამარცხო...“ - რას ამბობს კორმიე