პერესმა დაადასტურა | რეალისთვის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა
მადრიდის „რეალისთვის“ იანვრის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა - კლუბი ზაფხულამდე არავის დაიმატებს. ინფორმაციას ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტზე, ფლორენტინო პერესზე დაყრდნობით ცნობილი ადგილობრივი გამოცემა Marca ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობამ არ გაიზიარა გუნდის თავკაცის, კარლო ანჩელოტის მოთხოვნა, რომელიც მარჯვენა მცველის პოზიციის გაძლიერების აუცილებლობაზე მიუთითებდა.
მადრიდული კლუბი „ლივერპულიდან“ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის დამატებას ცდილობდნენ, რომელსაც ზაფხულში „წითლებთან“ კონტრაქტი ეწურება, თუმცა მერსისაიდულმა კლუბმა ტრენტის გაშვება არ ისურვა.
დიდი ალბათობით, ტრენტი „რეალს“ ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, თუმცა მანამდე ანჩელოტის მარჯვენა მცველის პოზიციაზე ლუკას ვასკესის, ფედერიკო ვალვერდეს ან რაულ ასენსიოს დაყენება მოუწევს.