მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი, ხავიერ მენდესი
Aa
Aa

„მერაბი კარდიოს მანქანაა, მაგრამ რომ არა მოტეხილი ხელი...“ - უმარის მწვრთნელი

უმარ ნურმაგომედოვის მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა თავის პოდკასტში მერაბ დვალიშვილთან ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უმარმა ჩხუბი მოტეხილი ხელის გამო წააგო.

რას ამბობს მენდესი:

„მერაბს მსოფლიოში საუკეთესო გამძლეობა აქვს. ის კარდიოს მანქანაა კურდღელი „ენერჯაიზერის“ რეკლამიდან. რა თქმა უნდა, ამისთვის მზად ვიყავით და პირველი ორი რაუნდი გეგმის მიხედვით წარიმართა. პირველი რაუნდის შემდეგ უმარს ვუთხარი, რომ მერაბის მიწაზე გადაყვანას ნუ ცდილობდა, რადგან იქ ძალიან ძლიერი იყო. უმარი მის დაშლას ცდილობდა და როდესაც ძლიერ დარტყმებს გაყენებენ, ბუნებრივია, შენი ძალა თანდათან იშლება. მაგრამ კიდევ უფრო უარესი ის იყო, რომ უმარმა ხელი პირველივე რაუნდში მოიტეხა და ეს მხოლოდ ბრძოლის შემდეგ გავიგეთ. მერაბი ამ თეიქდაუნებს მხოლოდ იმის გამო აკეთებდა, რომ უმარს ხელი ჰქონდა მოტეხილი. ასეთ მდგომარეობაში ბუნებრივია რომ თეიქდაუნებისგან თავის დაცვა გაგიჭირდება“.

ქართველმა „მანქანამ“ უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა. საგულისხმოა, რომ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვს კარიერაში პირველი მარცხი აგემა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მას დიდ პატივს ვცემ, ყველა ტოპ მეტოქე დაამარცხა“ - რუსი მებრძოლი დვალიშვილზე
„მას დიდ პატივს ვცემ, ყველა ტოპ მეტოქე დაამარცხა“ - რუსი მებრძოლი დვალიშვილზე