გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

ალისონი ლივერპულის ზაფხულში დატოვებაზე არ ფიქრობს | ჟურნალისტი

„ლივერპულის“ მეკარე, ალისონ ბეკერი არ აპირებს, რომ კლუბი ზაფხულში დატოვოს. ამის შესახებ საფეხბურთო ჟურნალისტი, ჯეიმს ვილიამი წერს.

მისი ინფორმაციით, 32 წლის ბრაზილიელის სურვილია, „ლივერპულში“ კონტრაქტის ბოლომდე დარჩეს, შემდეგ კი კარიერა სამშობლოში დაასრულოს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო სეზონებში ალისონ ბეკერს ხშირი ტრავმები აწუხებს, მის მიმართ ინტერესს კი საუდის არაბეთის კლუბები იჩენენ. ბრაზილიელი მეკარე „ენფილდზე“ 2018 წელს გადაბარგდა და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის წოდება დაიმსახურა. მას „ლივერპულთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავაშირებს.

ცნობისთვის, 2024 წლის ზაფხულში „ლივერპულმა“ „ვალენსიას“ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი შეიძინა და ერთი სეზონით იჯარის წესით ისევ „ღამურებში“ დატოვა. მამარდა მერსისაიდულ კლუბს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რამდენიმე უნდა ამეღო... რატომ არ წახვედი ლივერპულში?“ - მამარდას და ფერანის დიალოგი
„რამდენიმე უნდა ამეღო... რატომ არ წახვედი ლივერპულში?“ - მამარდას და ფერანის დიალოგი