მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი, ბენ ასკრენი
Aa
Aa

„არ მესმის, რატომ მიიჩნევდნენ უმარს ფავორიტად“ - ბენ ასკრენი

ამერიკელი ექსმებრძოლი ბენ ასკრენი UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის სატიტულო ჩხუბს გამოეხმაურა, რომელშიც მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა. როგორც ასკრენმა დანიელ კორმიესთან ინტერვიუში განაცხადა, მერაბმა დამსახურებულად გაიმარჯვა, ვინაიდან მისი კარდიო და გამძლეობა სულ სხვა დონეზეა.

ბენ ასკრენი:

„არ მესმის, რატომ არ იყო მერაბი ფავორიტი. ყველა ფავორიტად უმარს ასახელებდა, მაგრამ მას მხოლოდ ერთი ძლიერი მეტოქე ჰყავდა. მერაბის რეზიუმე სულ სხვაა - იანი, ომალი, სეხუდო - დვალიშვილმა ამ წონის ყველა მნიშვნელოვან მებრძოლთან იჩხუბა.

მერაბის ტემპი და გამძლეობა სულ სხვა დონეზეა. მეც კარგი კარდიო მქონდა, მაგრამ მერაბის ზეწოლა მთელი 25 წუთი გრძელდება. მე შემეძლო მეტოქეების დაღლა და იმ მომენტის შერჩევა, როდესაც მებრძოლი იღლებოდა. მესამე რაუნდში გამოჩნდა, რომ უმარი დაიღალა“.

ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვთან ჩხუბში საჩემპიონო ქამარი დაიცვა. „მანქანამ“ რუსი მებრძოლი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ნურმაგომედოვის დამარცხების შემდეგ, დვალიშვილი UFC-ის Pound for Pound რეიტინგის ტოპ 5-ში შევიდა და მეხუთე პოზიციას იკავებს. „მანქანის“ მომდევნო მეტოქეს რაც შეეხება, ჯერჯერობით უცნობია, მერაბი ვის შეხვდება, მაგრამ სავარაუდო კანდიდატთა შორის პიოტრ იანი და შონ ომალი არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთი კარდიო მხოლოდ მეივეზერთან მინახავს“ - ლეგენდარული მწვრთნელი დვალიშვილზე
„ასეთი კარდიო მხოლოდ მეივეზერთან მინახავს“ - ლეგენდარული მწვრთნელი დვალიშვილზე