მერაბ დვალიშვილი, თი ჯეი დილაშოუ, კოდი გარბრანდტი
Aa
Aa

„მერაბის დამარცხება მხოლოდ გარბრანდტს შეუძლია“ - დილაშოუს პროგნოზი

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, თი ჯეი დილაშოუმ JAXXON PODCAST-ზე მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა და დაასახელა მებრძოლი, რომელიც მისი ვარაუდით ქართველი „მანქანას“ დამარცხებას შეძლებს. დილაშოუს აზრით ეს მებრძოლი კოდი გარბრანდტი იქნება.

რას ამბობს თი ჯეი დილაშოუ:

„გარბრანდტი წარმოუდგენლად სწრაფია. როცა ფეხზე დგას, კატასავითაა. მისი წაქცევა რთულია და როგორც კი თავდაჯერებას იბრუნებს, ის წარმოუდგენლად ძლიერად ურტყამს და ამას ძალიან სწრაფად აკეთებს. ვფიქრობ, ნამდვილად შეუძლია რაღაცის გაკეთება, მთავარია თავისი ძალების ირწმუნოს და მჯერა, რომ მერაბს დიდ საფრთხეს შეუქმნის“.

„გარბრანდტმა უნდა იპოვოს ისეთი ვინმე, ვინც ჭიდაობაში მოამზადებს. რატომ იყო უმარი ასეთი სახიფათო დვალიშვილისთვის, იმიტომ რომ მოჭიდავეა და მერაბის დასამარცხებლად, სწორედ ჭიდაობა გჭირდება. როდესაც მას ხვდები, უნდა იცოდე, რომ ყოველთვის წინ და წინ წამოვა და არასდროს გაჩერდება, ამიტომ მზად უნდა იყო მისი შეტევებისთვის და კარგი დარტყმაც უნდა შეგეძლოს. ამის გამო ვამბობ, რომ გარბრანდტი მისთვის ყველაზე სახიფათო მეტოქეა, უბრალოდ კოდიმ ჭიდაობა უნდა დახვეწოს“.

ცნობისთვის, კოდი გარბრანდტმა ბოლოს 2024 წლის აპრილში, UFC 300-ზე დეივსონ ფიგერედოსთან იჩხუბა და მეორე რაუნდში საბმიშენით დამარცხდა. MMA-ში ამერიკელ მებრძოლს 20 ბრძოლა აქვს გამართული და 14-ჯერ შეძლო გამარჯვება.

მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ქამარი 19 იანვარს, უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცვა. „მანქანამ“ რუსი მებრძოლი 5-რაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კარდიო-მანქანა, რომელიც დიდ ზიანს არ გაყენებს...“ - შარა ბულეტმა დვალიშვილზე ისაუბრა
„კარდიო-მანქანა, რომელიც დიდ ზიანს არ გაყენებს...“ - შარა ბულეტმა დვალიშვილზე ისაუბრა