„ბევრ ადამიანს იმედი გაუცრუა“ - რას ამბობს შარა ბულეტი ცარუკიანზე
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის რუსმა მებრძოლმა, შარაბუტდინ მაგომედოვმა არმან ცარუკიანზე ილაპარაკა, რომელიც ტრავმის გამო, ისლამ მახაჩევთან ბრძოლას ჩაეხსნა.
„არმანმა იმედი გაუცრუა ბევრ ადამიანს, რომლებიც ამ ჩხუბს ელოდნენ. მე ვიცი ბევრი სომეხი, რომლებიც ამერიკაში მის გამო მიფრინავდნენ. თუ შენ იმარჯვებ, ყველაფერს გპატიობენ, ხოლო როცა აგებ, ყველა შენ გაკრიტიკებს“, - თქვა „შარა ბულეტმა“.
შეგახსენებთ, რომ ცარუკიანის ნაცვლად, მახაჩევი UFC 311-ზე, რენატო მოიკანოს დაუპირისპირდა და პირველივე რაუნდში, მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.
ღონისძიების შემდეგ, UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში, ცარუკიანი საჩემპიონო ორთაბრძოლას ვერ მიიღებს.