მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი, ტიმ უელჩი
Aa
Aa

„სერიოზული პრობლემაა, მაგრამ შეგვიძლია დავამარცხოთ“ | რა თქვა ომალის მწვრთნელმა მერაბზე

შონ ომალის მწვრთნელმა, ტიმ უელჩმა მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ორთაბრძოლაზე ისაუბრა. უელჩის აზრით, „მანქანა“ UFC-ის სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში სერიოზული პრობლემაა, თუმცა, თვლის, რომ „შუგას“ მისი დამარცხება შეუძლია.

„მეგონა, რომ უმარი გაიმარჯვებდა, მაგრამ მერაბი არანორმალურია. ყოველთვის წინ მიდის და დაღლაზე არც კი ფიქრობს. UFC-ის ყველა მებრძოლს აქვს გონებაში იმაზე ფიქრი, რომ არ დაიღალოს და ძალები 5 რაუნდზე გადაანაწილოს, დვალიშვილი კი სხვანაირია.

უმარმა ძალიან კარგი სამუშაო გასწია და ეს ორთაბრძოლა ბევრად ახლო იყო, ვიდრე ხალხს ჰგონია. გამარჯვება ორივე მებრძოლს შეეძლო, მაგრამ ამ ჩხუბმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად კარგი მებრძოლია დვალიშვილი. ის პატარა მანქანა და სერიოზული პრობლემაა ყველასთვის. თუმცა, არის გზები, რომელთა დახმარებითაც, მისი დამარცხება შეგვიძლია.

ომალისა და დვალიშვილის რემატჩი? ვფიქრობ, რემატჩში მეტად ფოკუსირებულ შუგას იხილავთ. ბევრმა ადამიანმა თქვა, რომ მერაბთან ჩხუბისას ომალი საკუთარ თავს არ ჰგავდა და დვალიშვილთან მომდევნო ორთაბრძოლაში, ომალისგან ნამდვილ მასტერკლასს ნახავთ. ოქტაგონზე გავა შუგა, რომელსაც ყველა კარგად იცნობს, საოცარ გამოსვლას აჩვენებს და მას ნაწილებად დაშლის“.

შეგახსენებთ, რომ ნურმაგომედოვის დამარცხების შემდეგ, დვალიშვილი UFC-ის Pound for Pound რეიტინგის ტოპ 5-ში შევიდა და მეხუთე პოზიციას იკავებს. „მანქანის“ მომდევნო მეტოქეს რაც შეეხება, ჯერჯერობით უცნობია, მერაბი ვის შეხვდება, მაგრამ სავარაუდო კანდიდატთა შორის პიოტრ იანი და შონ ომალი არიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთი კარდიო მხოლოდ მეივეზერთან მინახავს“ - ლეგენდარული მწვრთნელი დვალიშვილზე
„ასეთი კარდიო მხოლოდ მეივეზერთან მინახავს“ - ლეგენდარული მწვრთნელი დვალიშვილზე