გიორგი მიქაუტაძე, პიერ საჟი
Aa
Aa

„მადლობა ყველაფრისთვის, მწვრთნელო“ - მიქაუტაძე საჟს დაემშვიდობა

„ლიონმა“ გუნდის მთავარი მწვრთნელი, პიერ საჟი თანამდებობიდან ოფიციალურად გაათავისუფლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე გიორგი მიქაუტაძეს ახალი დამრიგებელი ეყოლება.

ფრანგული კლუბის აწ უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელს მხარდაჭერა გუნდის რამდენიმე ფეხბურთელმა გამოუცხადა, მათ შორის იყო გიორგი მიქაუტაძეც, რომელმაც პიერ საჟს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

ქართველმა შემტევმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა:

„ნამდვილი ენთუზიასტი, რომელიც მოთამაშეებთან ახლოს იყო და მათ არასდროს ატყუებდა. ის „ლიონს“ ყველაფერს აძლევდა. მადლობა ყველაფრისთვის, მწვრთნელო“, - დაწერა მიქაუტაძემ X-ზე.

გიორგი მიქაუტაძის გარდა, პიერ საჟს მხარდაჭერა „ლიონის“ კიდევ რამდენიმე ფეხბურთელმა გამოუცხადა - მუსა ნიახატემ, კლინტონ მატამ და კორენტინ ტოლისომ.

ცნობისთვის, ქართველი შემტევი „ლიონში“ სწორედ პიერ საჟის მწვრთნელობის დროს დაბრუნდა. 56 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით ჟორჟმა „ლიონში“ 27 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გავრცელებული ინფორმაციით, პიერ საჟს ფრანგულ კლუბში პორტუგალიელი პაულუ ფონსეკა შეცვლის, რომელიც „მილანიდან“ გათავისუფლების შემდეგ ამ დრომდე უმუშევარია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენზე უარს ამბობენ? პსჟ-მ ახალი ცენტრფორვარდი შეარჩია
ოსიმენზე უარს ამბობენ? პსჟ-მ ახალი ცენტრფორვარდი შეარჩია