„სათანადოდ არ აქებენ“ | ორლანდო მეჯიქის ინსაიდერებმა გოგაზე ისაუბრეს
„ორლანდო მეჯიქის“ ინსაიდერებმა, დანტე მარკიტელიმ და ჯეიკ ჩეპმენმა გოგა ბითაძეზე ისაუბრეს. მათი თქმით, გოგა „ორლანდოსთვის“ მნიშვნელოვანი კალათბურთელია, მაგრამ სათანადო ქებას მაინც ვერ იღებს.
„გოგა ბითაძე ამ ორლანდო მეჯიქის გმირია, რომელიც სათანადო ქებას ვერ იღებს. ჩვენ კარგად ვიცით, გუნდისთვის რა მოაქვს და რამდენად განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია. გასულ საღამოს, მაიამისთან მატჩში, 10 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა და გარღვევის მომხდენი სეზონი აქვს.
ბითაძე საშუალოდ 9.6 ქულასა და 8.2 მოხსნას აგროვებს და მის გარეშე ორლანდოს 11 მატჩიდან მოგებული მხოლოდ ორი აქვს, მასთან ერთად, მეჯიქის ბალანსი 22-15-ზეა. სამწამიანის დაცვის უნარი აქვს და შეტევების დაგვირგვინება კარგად გამოსდის და ვფიქრობ, სათანადო ქებას ვერ იღებს“, - განაცხადა მარკიტელიმ.
„დეკემბერში, ბითაძე NBA-ის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი იყო. ვიცით, გუნდისთვის რამდენს ნიშნავს და ემოციური მოთამაშეა. რთულია, მისი მსგავსი ენერგია 48 წუთის განმავლობაში გქონდეს“, - დასძინა ჩეპმენმა.
ცნობისთვის, „ორლანდოს“ 24 მოგება და 24 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა. „მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას 31 იანვარს, „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ წინააღმდეგ გამართავს.