„ასეთი კარდიო მხოლოდ მეივეზერთან მინახავს“ - ლეგენდარული მწვრთნელი დვალიშვილზე
ცნობილმა მწვრთნელმა ფირას ზაჰაბიმ, რომელსაც ლეგენდარულ ჟორჟ-სენ პიერთან უმუშავია, თავის YouTube-პოდკასტში UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველ ჩემპიონზე, მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა.
რა თქვა ზაჰაბიმ:
„მერაბის კარდიო უბრალოდ წარმოუდგენელია! მე მინახავს ისეთი სპორტსმენებიც, რომლებიც აკრძალულ ნივთიერებებს მოიხმარდნენ, მაგრამ ასეთი კარდიო მათაც არ ჰქონიათ. არა, არავითარ შემთხვევაში არ ვამბობ იმას, რომ მერაბი აკრძალულ ნივთიერებებს მოიხმარს - პირიქით, იმის თქმა მინდა, რომ ასეთ კარდიოს დოპინგითაც ვერ მიაღწევ.
ასეთი კარდიო მხოლოდ ერთ სპორტსმენთან მინახავს. იცით, ვინ იყო ის? ფლოიდ მეივეზერი. შესვენებების დროს მას დაღლა საერთოდ არ ეტყობოდა.
ვფიქრობ, ეს გენეტიკურია. სხვებმაც რომ ისე ივარჯიშონ, როგორც მერაბი ან ფლოიდი ვარჯიშობენ, მათ არაფერი გამოუვათ, აზრი არ აქვს. ასეთი კარდიო ან გაქვს, ან არ გაქვს. თუ ოდესმე გაირკვევა, რომ არსებობს „ვარჯიშების საიდუმლო ფორმულა“, რომელიც ასეთ შედეგებს იძლევა, ეს ჩემთვის უბრალოდ შოკი იქნება“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვთან ჩხუბში საჩემპიონო ქამარი დაიცვა. „მანქანამ“ რუსი მებრძოლი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.