გიორგი შერმადინი
Aa
Aa

შერმადინის 8 ქულა | ტენერიფემ რეჯანას დამაჯერებლად მოუგო

კალათბურთში, ჩემპიონთა ლიგის საჩემპიონო ჯგუფის პირველ ტურში „ტენერიფემ'' „რეჯანა'' 91:69 დაამარცხა.

„ტენერიფეს'' მთავარმა მწვრთნელმა ჩუს ვიდორეტამ გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ გაამწესა. 35 წლის ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე გატარებულ 14:22 წუთში 8 ქულა ჩააგდო, 4 მოხსნა და 2 პასი შეასრულა.

„ტენერიფეში'' ყველაზე შედეგიანი ბრაზილიელი ჰუერტასი იყო, მან 27 ქულა ჩააგდო და გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ჯგუფის მეორე მატჩში „მანრესამ'' შინ „პეტკიმ სპორს'' 96:87 მოუგო. მეორე ტურში შერმადინის გუნდი „მანრესას'' ესტუმრება (5 თებერვალი, 23:45).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოგება ხელიდან ჩვენ თვითონ გავუშვით“ - ბითაძე მაიამისთან მარცხზე
„მოგება ხელიდან ჩვენ თვითონ გავუშვით“ - ბითაძე მაიამისთან მარცხზე