კარგი ამბავი: ქართველი მსაჯები ანდერლეხტი-ჰოფენჰაიმის მატჩზე
UEFA-ს ევროპა ლიგის მე-8 ტურში „ანდერლეხტისა’’ და „ჰოფენჰაიმის’’ შეხვედრას ქართველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. ბოლო პერიოდში ქართველი მსაჯები ევროპული ტურნირების შეხვედრებს ხშირად განსჯიან, რაც ზოგადად ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
აღნიშნულ მატჩში მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი იქნება, მას ლევან ვარამიშვილი და გიორგი ელიკაშვილი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს ირაკლი ხერხაძე შესრულებს. VAR-ის ოთახში ალეკო აფციაური იმუშავებს.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში გიორგი ყრუაშვილმა ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე „შტუტგარტი'' - „იანგ ბოიზისა'' და „შტურმი'' - ლისაბონის „სპორტინგის'' მატჩები განსაჯა, რაც დიდი წარმატებაა, ქართველი მსაჯები საერთაშორისო მატჩებში ჩართულობით ცოდნას იღრმავებენ, გამოცდილებას იძენენ, რაც საქართველოს ჩემპიონატზე დადებითად უნდა აისახოს.