სანდრო კალანდაძე
Aa
Aa

იჯარა გამოსყიდვის უფლებით | სანდრო კალანდაძე მოლ ფეჰერვარში ითამაშებს

„მოლ ფეჰერვარმა’’ სანდრო კალანდაძის ტრანსფერი დაადასტურა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, „დინამომ’’ 23 წლის მცველი უნგრულ კლუბში გაანათხოვრა. საიჯარო ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებას მოიცავს.

სანდრო ახალ კლუბში 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

Transfermarkt-ის მონაცემებით, სანდროს სატრანსფერო ღირებულება 400 000 ევროა.

სანდროსთვის უნგრული ფეხბურთი უცხო არაა, 2020-21 წლების სეზონში იჯარით „დიოშგიორში’’ თამაშობდა, თუმცა პირველ გუნდში შანსი მხოლოდ სათასო მატჩში მისცეს, ოფიციალურ მატჩებს მეორე გუნდში ატარებდა.

კალანდაძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, 2023 წელს ვილი სანიოლმა შანსი ნორვეგიასთან (სასტარტოში) და შოტლანდიასთან (ცვლილებაზე) მისცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამ მატჩში 1 გაიტანა და 9 გაუშვა | ბათუმის დინამო ვეილესთან განადგურდა
სამ მატჩში 1 გაიტანა და 9 გაუშვა | ბათუმის დინამო ვეილესთან განადგურდა